ინფექციური კლინიკის დირექტორი: ჩვენი კლინიკა კორონავირუსისთვის აბსოლუტურად ყველა მაჩვენებლით მზადაა

ამის შესახებ ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“ქვეყნის მზადყოფნაზე არ ვილაპარაკებ, აქ არიან პირები, რომლებსაც შეუძლიათ ისაუბრონ ამ თემაზე. მე ჩემი კლინიკის მზადყოფნაზე ვილაპარაკებ. კლინიკა მზად არის აბსოლუტურად ყველა მაჩვენებლით. დიახ, ჩვენ გვაქვს ე. წ. 20 ბოქსი, მათ შორის 12 არის უსაფრთხოების უმაღლესი დონის, სადაც შეიძლება მოთავსდეს ნებისმიერი ინფექციით საშიში პაციენტი და არა მხოლოდ ახალი კორონავირუსით. გვაქვს 20 ბოქსი სამ ზონად გაყოფილი. ნამდვილი ბოქსი გაყოფილია კედლით ორ ზონად.

ფაქტობრივად ორი განყოფილებაა, 7 ბოქსი და 5 ბოქსი, ხოლო 8.5 ბოქსი საერთოდ მეორე სართულზეა და მთლიანად იზოლირებულია. ბოქსირებული პალატების სტრუქტურის მხრივ ჩვენი კლინიკა აბსოლუტურად მზად არის და შეიძლება უკეთესადაც, ვიდრე ბევრ განვითარებულ ქვეყააში. ამას ემატებს დიდი გამოცდილების მქონე პერსონალი. გვაქვს სათანადო პერსონალი, სათანადო მედიკამენტები და ჩვენ ვემზადებოდით ასეთი ტიპის ვირუსისთვის”, – განანცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად