ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული 2 არასრულწლოვანი მკურნალობს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 2 რასრულწლოვანი მკურნალობს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 არასწრულწლოვანია მოთავსებული.

“სულ 21 პაციენტზე გაკეთდა ტესტირება, ვინც იყო ახალი პაციენტები შემოსული კონტროლზე, ყველასთან ნეგატიური იყო. ჩვენი პაციენტების ტესტირება გამოჯანმრთელების თვალსაზრისით გრძელდება. გუშინ რამდენიმესთან ჩატარდა, მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, დღეს ვნახოთ, დღის მეორე ნახევარში როგორი ვითარება გვექნება. რამდენიმესთან კონცენტრაციის შემცირებაა და მთლად სრულად ნეგატიური ვერ მივიღეთ, მაგრამ ალბათ გაგრძელდება მათი კვლევა და ისინიც შეემატებიან გაწერილთა რიცხვს“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად