ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია-ამის შესახებ, “კურიერთან” ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონიტმა, პაატა ვეფხვაძემ განაცხადა.

პაატა ვეფხვაძის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 5 პაციენტი იმყოფება, აქედან 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია:

“ჯერ ახალი შესაძლო შემთხვევა არ დაგვიწვენია. დღეს ავიღებთ განმეორებით ტესტებს, რომელთა უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გვეყოლება ახალი გამოჯანმრთელებული. რეანიმაციაში 5 პაციენტი გვყავს, რომელთანაგ 2 არის კრიტიკული. ზოგადად, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება მცირეწლოვან პაციენტებს, ასეთი 5 გვყვავს აქედან ყველაზე პატარა არის 9 თვის. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პროგნოზი არის კეთილსაიმედო”-ამბობს ინფექციონისტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად