ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან ჩამოსული 5 ადამიანი შეიყვანეს

“აიპრესის” ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იტალიიდან ჩამოსული 5 ადამიანი შეიყვანეს.

ინფექციურ საავადმყოფოში, იტალიიდან ჩამოსული 5 მგზავრი შეიყვანეს. ასევე დაწესებულებაში იმყოფება 5 მგზავრი, რომელიც ირანიდან შემოვიდა.

ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

ინფორმაცია ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ, მას შემდეგ გაცდება ცნობილი, როდესაც რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიდან ტექსტის პასუხებს მიიღებენ.

ტესტის პასუხები ცნობილი, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიდან, დღის მეორე ნახევარში იქნება.

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად