ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ერთი ახალი შემთხვევა დაემატა

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 22 პაციენტი მკურნალობს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ერთი ახალი შემთხვევა დაგვემატა. ამდენად, კვლავ 22 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 968 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 844 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად