ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 პაციენტი იმყოფება

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ დროისთვის ჩვენთან უკვე 28 პაციენტი წევს. გუშინ ცენტრი დატოვა 6-მა პაციენტმა, ისინი გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში.

გუშინ შემოვიდა 17 პაციენტი. აქედან კვლევა ჩაუტარდა ჯერჯერობით 11-ს. კვლევები ტარდება სამ ეტაპად. 17-18 პაციენტის შემოსვლა ერთდროულად ბევრია, თითოეული ტესტის აღებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ამიტომ იმისთვის, რომ მოხდეს ყველას გამოკვლევა, გუშინ სამ ეტაპად ჩატარება გადავწყვიტეთ. ორი ეტაპის, 11 პაციენტის პასუხი, რომელიც დილას და შუა დღეს იყო, უარყოფითია, დანარჩენი ტესტების პასუხები, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაკეთდა, ალბათ დღეს დილით ან შუადღეს იქნება და პასუხს მოგვცემენ. სიტუაცია ჩვენს სტაციონარში სტაბილურია. ვაკონტროლებთ სიტუაციას და ვნახოთ, რა იქნება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად