ინფექციონისტი: წელს გავრცელებული ვირუსი სიმპტომებით COVID-19-ს ჰგავდა

” ამ ვირუსს ახასიათებს ციკლურობა და წელს ბევრი შემთხვევა დაემთხვევა კორონავირუსს”-ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ვირუსი, სიმპტომებით ძალიან ჰგავდა კოვიდ 19-ს.

„ერთ-ერთი ინფექცია ძალიან ჰგავს სიმპტომებით კორონავირუსს და მას ჰქვია რესპირატიულ-სენსიტიური ვირუსი. ზუსტად ანალოგიურ სიმპტომებს იძლევა – მშრალი ხველა, გულ-მკერდის არეში დისკომფორტი.

მართალია, ეს უფრო მეტად ბავშვებია პრობლემა, მაგრამ ხანდაზმულებშიც და მოზრდილებშიც პნევმონიის გართულების ერთ-ერთი მიზეზია. ამ ვირუსს ახასიათებს ციკლურობა და წელს ბევრი შემთხვევა დაემთხვევა კორონავირუსს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ ეს ვირუსი წელს ძალიან გავრცელებული იყო. სიმპტომებით ძალიან ჰგავს კორონავირუსს და ამიტომ ლაპარაკობს ხალხი. როდესაც ანტისხეულების ტესტები მასიურად გვექნება, ხალხი გაიგებს გადატანილი აქვს თუ არა კორონავირუსი“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად