ინფექციონისტი: პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად შედარებით მატულობს მძიმე პაციენტები

ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ინფექციური საავადმყოფო პირველივე დღეებიდანვე ჩართული იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენ თავიდანვე რთული სამუშაო გვქონდა, მაგრამ დინამიკაში რა თქმა უნდა იმატებს პაციენტების რაოდენობა. პაციენტების რაოდენობასთან ერთად შედარებით იმატებს მძიმე პაციენტები, რომელთაც ინტენსიური თერაპია სჭირდებათ, ოქსიგენოთერაპია სჭირდებათ. დღეს პაციენტებში პნევმონიით გართულებები იმაზე მეტია, ვიდრე ეს იყო 2-3 კვირის წინ. ამის გამო სამუშაო ცოტათი გართულდა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად