ინფექციონისტი: მოსახლეობას ვთხოვთ, როგორც კი გაჩნდება ვაქცინა, მასიურად აიცრას ყველა

კორონავირუსმა ჯერჯერობით არ მოიცვა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომ გამომუშავებულიყო იმუნიტეტი და ამ მხრივ მშვიდად ვიყოთ- ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შემოდგომაზე ახალი ტალღის მოლოდინი იმიტომ არის, რომ თუ სეზონური გრიპებისა და კორონავირუსის ზედდება მოხდა, ეს ეპიდემილოგიურ სიტუაციას განსაკუთრებით გაართულებს და ჯანდაცვის სისტემას განსაკუთრებულად დიდ პრობლემებსა და რისკებს შეუქმნის.

„ჩვენს მოსახლეობას ვთხოვთ, როგორც კი გაჩნდება ვაქცინა, მასიურად აიცრას ყველა, იმიტომ, რომ თუნდაც გრიპის ფაქტორი იყოს შედარებით ნაკლებად აქტუალური. ჩვენი სამიზნე უნდა იყოს ყოველთვის ყველა ცუდი ვარიანტი და უარესი სცენარი“, – აღნიშნა ბუწაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად