ინფექციონისტი: მომართვიანობა გაიზრდება, ქვეყანას მთავარი ბრძოლა წინ აქვს

გაათმაგებული ყურადღებით უნდა მოეპყრონ რეკომენდაციებს”-ამის შესახებ, ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

” რჩება მოლოდინი რომ აპრილის მესამე-მეოთხე კვირის დეკადაში მოხდება, პაციენტების მომართვიანობის განსაკუთრებული ზრდა. თუმცა, ეს არის ვარაუდი. ზუსტად, ამაზე საუბარი ძალიან რთულია. ერთი რამ მინდა გითხრათ, მომართვიანობა გაიზრდება. საზოგადოებას მოვუწოდებ, სოციალური დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია. გაათმაგებული ყურადღებით უნდა მოეპყრონ ამ რეკომენდაციებს.

ისეთი განცდა გაჩნდა, თითქოს, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, ეს პრობლემა მოგვარებულია. ეს ასე არ არის. ქვეყანას მთავარი ბრძოლა აქვს წინ. ამ ბრძოლაში საზოგადოები როლიც მნიშვნელოვანია”-ამბობს ინფექციონისტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად