ინგოროყვას კლინიკის ექიმი: ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორესი სტაბილური

ინგოროყვას კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა, ქეთევან ხარეგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პაციენტებიდან ერთ-ერთი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ხოლო მეორის სტაბილური.

მისივე განმარტებით, მძიმეა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ამ დრომდე ოპერაცია უტარდება.

"2 პაციენტი იქნა შემოყვანილი. ერთი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში 21:38 საათზე გულ-მკერდისა და მუცლის დახურული ტრავმებით. ამ პაციენტთან იყო სხეულის სხვადასხვა მიდამოში დამწვრობები, უცხო სხეულები. ის გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე და შემდეგ საოპერაციოში ზოგადად მძიმე მდგომარეობით. მეორე პაციენტი შემოყვანილი იქნა საშუალო ასაკის ქალბატონი. ქალა-ტვინის დახურული ტრავმით, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. მდგომარეობა ზოგადად სტაბილურია", – განაცხადა ინგოროყვას ექიმმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...