ინგლისში რიო 2016-ის ტრიუმფატორებს შორის 2 თვითმარქვია შეიპარა

მანჩესტერში ბრიტანეთის ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ღონისძიებაზე ოლიმპიელების ფორმაში გადაცმული 2 პირი შეიპარა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოლიმპიელების ფორმაში გამოწყობილ პირებს ყალბი მედლები ჰქონდათ თან და აღლუმში მონაწილეობას რიო 2016-ის ტრიუმფატორებთან ერთად იღებდნენ.

"იმედგაცრუებულები ვართ, თუ ვინმეს სპორტსმენებისთვის ასეთი ღონისძიების ჩაშლა სურს", – განაცხადეს ბრიტანეთის ოლიმპიურ კომიტეტში.

ცნობისთვის, ღონისძიებას მანჩესტერის ქუჩებში 150 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა და მონაწილეობას 400 სპორტსმენი იღებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად