ინგლისში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო, ათასზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაცია მოხდა

ინგლისში, ქალაქ ექსტერში, 2 000-ზე მეტი მოსახლე იქნა ევაკუირებული მას შემდეგ, რაც ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე სამშენებლო ობიექტზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საჰაერო ბომბი აღმოაჩინეს. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საბრძოლო მასალების კონტროლირებადი დეტონაცია განხორციელდება დღის ბოლოს.

“დასრულებულია რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია და მიმდინარეობს მზადება მოწყობილობის ასაფეთქებლად, რომელიც სავარაუდოდ თარიღდება მეორე მსოფლიო ომით, რომელიც ექსტერის უნივერსიტეტთან იქნა ნაპოვნი”, – დაწერა პოლიციის დეპარტამენტმა Twitter-ზე.

საბრძოლო მასალა, რომლის სიგრძე 2 მეტრს აღემატება, მშენებლებმა უნივერსიტეტის კამპუსის მოსაზღვრე ადგილზე იპოვნეს. ევაკუირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სტუდენტები არიან. თავდაპირველად, ევაკუაციის ზონის რადიუსი იყო 100 მეტრი, მაგრამ შემდეგ ის 400 მეტრამდე გაიზარდა დამატებითი სიფრთხილის გამო. ამან გამოიწვია მოძრაობის დროებითი შეჩერება რკინიგზის მონაკვეთზე, რომელიც გადიოდა უნივერსიტეტთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...