ინგლისის პრემიერლიგაში პირველი წრე დასასრულს უახლოვდება
ბოლოსწინა ტურის ცენტრალური შეხვედრა ლივერპულში გაიმართა „ლივერპულსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის. როგორც ერთ, ისე მეორე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსები, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ გასვლაზე „კრისტალ პალასის” 7:0 დამარცხების შემდეგ „ლივერპულმა” 4 შეხვედრიდან სამი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო და ბოლო სამ შეხვედრაში გოლის გატანა ვერ შეძლო.
„კრისტალ პალასთან” მატჩში მანჩესტერელთაგან გოლები ჯეიმს სტოუნზმა (26-ე და 68-ე წუთები) ილკაი გუნდოგანმა (57-ე წთ) და რაჰიმ სტერლინგმა (88-ე წთ) გაიტანეს.



მესამე ადგილზე „ლესტერ სიტია”. მან „საუთჰემპტონი” ჯეიმს მედისონის (37-ე წთ) და ჰარვი ბარნსი (90+5 წთ) მიერ გატანილი გოლებით დაამარცხა აგრეთვე 35 ქულა აქვს, ოღონდ 18 თამაშიდან.
მე-5 ადგილზე მყოფ „ტოტენჰემ ჰოტსპურს” 18 თამაშიდან 33 ქულა აქვს. ლონდონელებმა გასვლაზე აუტსაიდერი, „შეფილდ იუნაიტედი” დაამარცხეს. გოლები სტუმრებიდან სერჟ ორიემ (მე-5 წთ), ჰარი კინმა (მე-40 წთ) და ტანგი ნდომბელემ გაიტანეს, მასპინძელთაგან 59-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი დევიდ მაკგოლდრიკი იყო.