ინგლისელი ფეხბურთელი დელი ალი დანით შეიარაღებულმა პირებმა დააყაჩაღეს და სცემეს

ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელ ფეხბურთელს ყაჩაღები სახლში შეუვარდნენ და დააყაჩაღეს. შემთხვევა წუხელ მოხდა, მაშინ როდესაც ის თავის ძმასთან და შეყვარებულთან ერთად გასართობ თამაშს თამაშობდა.

შემთხვევის შესახებ იუწყება The Sun. გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის სახლში დანით შეიარაღებული ნიღბიანი პირები შეიჭრნენ და ფეხბურთელს სცემეს. მძარცველებმა 2 მილიონი ფუნტის ღირებულების ძვირფასი ნივთები წაიღეს. პოლიციას მთელი ღამე ჰქონდა გამოცხადებული ძებნა ყაჩაღებზე.

შეგახსენებთ, ინგლისში პანდემიის გამო განსაკუთრებული შეზღუდვებია. გაერთიანებულ სამეფოში სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპაში ყველაზე მძიმე შედეგებია. ქვეყანაში ამ დროისთვის 33 000 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად