ინგა გრიგოლიას რეპლიკაზე – ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება, ხაზარაძე პასუხობს, რომ იქ ხომ დუღილი მიდის

ფაქტია, რომ ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება და დღის წესრიგს აღარ ქმნის, – ასე მიმართა გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ “ლელოს” ლიდერს მამუკა ხაზარაძეს. ხაზარაძე კი პასუხობს, რომ იქ ხომ დუღილი მიდის.

გადაცემის წამყვანსა და რესპონდენტს შორის ამ საკითხზე ასეთი დიალოგი გაიმართა:

ინგა გრიგოლია: ფაქტია, რომ სერიოზული ჩიხია, ოპოზიციის პულსი აღარ ისინჯება. შევთანხმდეთ.

მამუკა ხაზარაძე: ასე არ არის.

ინგა გრიგოლია: მაშინ განვმარტავ. ოპოზიცია გაქრა პოლიტიკური აქტივობიდან და დღის წესრიგიდან.

მამუკა ხაზარაძე: იქ ხომ დუღილი მიდის.

ინგა გრიგოლია: არა, დღის წესრიგს უკვე ქმნის “ოცნება” და 8 წელი ოპოზიცია ქმნიდა.

მამუკა ხაზარაძე: რის დღის წესრიგს ქმნის? მითხარი, რა დღის წესრიგი შექმნეს. პირდაპირ ეთერში რომ აშუქებთ რა მოხდა, ეს არის დღის წესრიგი? ოპოზიციას უნდა, რომ პრეცენდენტი მოახდინოს, რომ დავიწყოთ ისეთი საწყისი წერტილიდან, საიდანაც კითხვა აღარ დაისმევა და ტყუილი აღარ იქნება.

მე, რომ სხვა ტიპის მოწყობის ადამიანი ვიყო, ვინ შემასწრებდა პარლამენტში. პოლიტიკაში იმიტომ რომ მოვსულიყავით მე და ბადრი [ჯაფარიძე], რომ რაღაცეების დალაგება გვდომოდა, ბევრ არგუმენტს მოვიფიქრებდი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...