ინგა გრიგოლიას მონოლოგი გრიგოლ ვაშაძესა და ნინო ანანიაშვილზე: “ცისფერი მთებია”, აბა რა არის!” (ვიდეო)

“ცისფერი მთებია”, აბა რა არის!” – ამის შესახებ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციის” ავტორმა და წამყვანმა ინგა გრიგოლიამ გადაცემის მონოლოგში გრიგოლ ვაშაძესა და ნინო ანანიაშვილზეც ისაუბრა.

“ცისფერი მთებია” აბა რა არის, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რომელიც პრეზიდენტი ხდებოდა ძალით რომ არ გაეყვანათ სალომე ზურაბიშვილი და ისე წავიდა პოლიტიკიდან, რომ სატელევიზიო კომენტარიც კი არ გააკეთა. და ქალი ვარსკვლავი, პრიმა, რომელიც ლამის პირველი ლედი რომ გახდა იმ ქვეყნის თეატრში მიდიოდა სამუშაოდ, რომელსაც საქართველო აქვს ოკუპირებული და რომელიც ბომბებს გვაყრიდა თავზე. “ცისფერი მთებია”, აბა რა არის, როდესაც იმ პარტიისთვის, რომლის აწ უკვე თავმჯდომარეა გრიგოლ ვაშაძე, ყველა მოღალატე იყო, ვინც გაბედა და რუსეთში წავიდა სამღერლად თუ საცეკვაოდ. დღეს კი ვიგებთ, რომ თურმე ნოვოსიბირსკის ხელმძღვანელობასთან კარგა ხნის შეთანხმებული იყო მათთვის პრინციპული პოზიცია, როგორც თავად ამბობენ, რომ ის რუსი ბალერინა უნდა ყოფილიყო…” – განაცხადა ინგა გრიგოლიამ გადაცემის მონოლოგში.

მანვე თქვა: “ჩვენ ვცხოვრობთ “ცისფერ მთებში”, სადაც კვირის დასაწყისში ბიაზი გასკდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად