ინგა გრიგოლია: სისხლიანი დღე გაუთენდა საქართველოში მედიას, ასეთი სისხლისღვრა მედიის წინააღმდეგ არ მახსენდება

სისხლიანი დღე გაუთენდა საქართველოში მედიას, ასეთი სისხლისღვრა მედიის წინააღმდეგ არ მახსენდება, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ბევრი რამ მინახავს. მედიაზე ანგარიშსწორებაც, მაგრამ ასეთი დაგეგმილი სისხლისღვრა მედიის წინააღმდეგ მართლა პირველად ვნახე. მართლა სისხლიანი დღე გაუთენდა საქართველოში მედიას და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და იმ კაცს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რომ ჰქვია. მისი განცხადების შემდეგ კიდევ უფრო გავეშებული ხალხის თავდასხმები რომ ვნახეთ მედიის წარმომადგენლებზე.

მე არავითარი კითხვა აღარ მაქვს ხელისუფლებასთან, გარდა იმისა, რომ ვუთხრა – ისინი არიან მოძალადეები. პრემიერმა თავისი განცხადებით მწვანე შუქი აუნთო ჟურნალისტებზე სისხლისმსმელ თავდასხმებს. მე მრავლის მნახველი ვარ და გულწრფელად გეტყვით, არ მეშინია, მაგრამ მე არ მახსენდება, ასეთი თავხედი ხელისუფლება”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები
იტვირთება...