ინგა გრიგოლია: საბედნიეროდ, “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგით არც აქამდე გვიმუშავია და არც მომავალში ვაპირებთ

“ტვ პირველის” დირექტორის, გადცემა “რეაქციის” წამყვანმა გადაცემის მონოლოგში განაცხადა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაგეგმილი სტუმარი ნიკა მელია გადაცემის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩახსნა.

“ანონსში რომ მოისმინეთ ნიკა მელია სტუმრად გვეყოლებაო, მეც მეგონა იქნებოდა, მაგრამ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაცემამდე ნახევარი საათით ადრე მოგვიხსნა სტუმარი, თანაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. გვითხრეს, რომ ასე გადაწყვიტეს და მორჩა. საბედნიეროდ, “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგით “ტვ პირველს” არც არასოდეს უმუშავია და არც მომავალში ვაპირებთ მუშაობას. ამიტომ ვადარებ ხოლმე მე პირადად მთელ რიგ საკითხებში ერთმანეთს ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებებს.

არც “ნაცები” არც “ქოცები” დღევანდელ გადაცემაში, მაგრამ საბედნიეროდ ეს ქვეყანა მხოლოდ “ნაცებად” და “ქოცებად” არ იყოფა. ასევე საბედნიეროდ მე პირადად არც ერთის ამომრჩეველი ვარ და არც მეორის. თუ გაინტერესებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში სულაც სხვას მივეცი. დიდად არც ის მანერვიულებს, ივლიან თუ არა ამ ორი ჯგუფის წარმომადგენლები ჩემს ეთერში. უბრალოდ განმარტება საჭიროდ ჩავთვალე იმიტომ, რომ ანონსში გვქონდა ბატონი მელიას გვარი. რომელსაც ვურეკავდით გასარკვევად, რატომ გადაიფიქრა მისმა პარტიამ გადაცემაში მისი გამოშვება, მან კი გამიკვირდა და არც კი გვიპასუხა. შემთხვევით ალბათ არც ის იყო, რაც გადაცემის ანონსში ვთქვი, რომ როგორ აცხადებდა ყველას რუსეთის აგენტად ვინც მათიანი არ იყო და ეს ხელისუფლება ყველას “ნაციონალად” აცხადებს, ვინც მათ აკრიტიკებს”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ გადაცემის მონოლოგში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად