ინგა გრიგოლია “ოცნებას”: რანაირად ვიქნები იმ ჯგუფის ინტერესების გამტარებელი მედიაში, რომელმაც საძინებელში კადრები გადამიღო?!

რანაირად ვიქნები იმ ჯგუფის ინტერესების გამტარებელი მედიაში, რომელმაც საძინებელში კადრები გადამიღო?! – ამის შესახებ “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტიკური პარასკევის” თანაწამყვანმა ინგა გრიგოლიამ “ქართული ოცნების” მისამართით თქვა.

“როდესაც პირადი ცხოვრების კადრებზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთ პარალელს გავალებ. ხელისუფლების ბოიკოტის რეჟიმში ვმუშაობდი ადრე და ახლაც ხელისუფლების ბოიკოტის რეჟიმში ვმუშაობ. კიდევ ერთს – თუ ადრე, “ნაციონალური მოძრაობის” დროს, როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლების სათავეში, კრიტიკის გამო გვიწოდებდნენ, რომ თქვენ ხართ რუსეთის აგენტებიო, ახლა კი, “ქართული ოცნების” რეალობაში გვიწოდებენ, რომ თქვენ ხართ “ნაციონალებიო”.

არადა მართლა გულწრფელად მაინტერესებს, რანაირად შეიძლება მე პირადად ვიყო იმ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი მედიაში, რომელმაც თუნდაც საძინებელში კადრები გადამიღო?! ამას დიდი ახსნა სჭირდება ბატონებო?! ასეთი პარალელებების ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ, რადა რა გასაოცარ დემოკრატიას გვპირდებოდნენ”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად