ინგა გრიგოლია ნინო გიორგობიანს: ექსპერიმენტებს იმიტომ ვატარებთ, რომ არ გვჯერა შსს-ს მიერ გასაჯაროებული ზარის აუთენტურობა

თუ რაიმეს დანაშაულს ჩავდივართ, კანონით გვაგებინეთ პასუხი, – ასე ეხმაურება “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციის” წამყვანი ინგა გრიგოლია შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს

“ჩემო ნინო, ახლა მე პირდაპირი ეთერიდან უნდა გიპასუხებ. ძალიან უხერხული სტატუსია, სირცხვილია მედიის დადანაშაულება ამაში, რომ თურმე ამ დროს შესაძლებელია სხვას რეალურად სჭირდებოდეს და ჩვენ მოვაცდინეთ. იცით, რატომ ვატარებთ ამდაგვარ ექსპერიმენტებს? – იმიტომ, რომ არ გვჯერა, რომ აუთენტურია ის ზარი, რომელიც გაასაჯაროვა თქვენმა სტრუქტურამ.

ნინო, შენ ხარ ჟურნალისტი. ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ ყოფილი ჟურნალისტი და ყოფილი ჟურნალისტისგან უხერხულია ამგვარი თავდასხმა ტელევიზიაზე. ხოლო, რამდენი კითხვებიც გვაქვს შსს-თან, ამის მიხედვით ექსპერიმენტსაც ჩავატრებთ და თუ რაიმეს დანაშაულს ჩავდივართ, კანონით გვაგებინეთ პასუხი. ნინო, “ოცნება” ყოველთვის არ იქნება და არც შენ არ იქნები ყოველთვის ამ თანამდებობაზე. ამიტომ, ჟურნალისტებზე თავდასხმას იქნებ შეეშვა და პასუხები გაგვცეს შსს-მ იმ კითხვებზე, რაც გვაქვს”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადება გაავრცელა. პოსტი სოციალურ ქსელში ანალოგიური ტექსტით ნინო გიორგობიანმაც გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად