ინგა გრიგოლია: კაია ვარდისფერი სათვალეები? ვერ მოგართვით – თან პროტესტი და თან საქმე

“კაია ვარდისფერი სათვალეები? ვერ მოგართვით. ისევ შევხვდებით ხვალიდან, რა თქმა უნდა ტვ , “პირველზე” – ამის შესახებ ტვ “პირველის” ერთერთმა ხელმძღვანელმა იგნა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

“უი,როგორ აჟრიამულებულან ვიღაცეები , ჩვენი პროტესტი, მედიის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე,ერთი დღით, ჩაბნელებული ტელევიზიებითაც რომ გამოვხატეთ😂😂.რავარი გახარებულები არიან 😂))))). ტყუილად გიხარიათ, კი არ გავმქრალვართ, ხვალიდან ისევ ვიმუშავებთ))❤️✌️.ძალიან კი სურთ ამოგვაგდონ ფორმიდან, აღარ ნახონ მწვავე და კრიტიკული რეპორტაჟები და გადაცემები,მაგრამ ვერ მოგართვით. თან პროტესტი და თან საქმე✌️. ესაა ჟურნალისტიკა და ჩვენი მთავარი იარაღია სიტყვა, ყველაზე მძიმეწონიანი იარაღი)))) კაია ვარდისფერი სათვალეები? ვერ მოგართვით)))) 😂 ისევ შევხვდებით ხვალიდან, რა თქმა უნდა, ტვ “პირველზე” – წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, მედიასაშუალებების წარმომადგენლების პროტესტი 5 ივლისს, მოძალადეების მიერ ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა. 11 ივლისს, დილით, ის დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მას ოპერაციაც დასჭირდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს და ირაკლი ღარიბაშილის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა პრემიერმა თანამდებობა არ დატოვა.

გარდაცვალებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ განიხილავს ნარკოტიკით ზედოზირების ვერსიასაც. ორი დღის განმავლობაში უწყებამ რამდენიმე ბრიფინგი გამართა და რამდენჯერმე ახსენა, რომ გარდაცვალებამდე ალექსანდრე ლაშქარავა ფონიჭალაში იმყოფებოდა.

საბოლოოდ, შსს-მ 12 ივლისს თქვა, რომ ქიმიური ექსპერტიზის შუალედური ანგარიშის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ზედოზირება ყოფილიყო.

უწყებას არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მათ ამის შესახებ მხოლოდ თავიანთი ვარაუდი გაავრცელეს.

როგორც შსს-ში ამბობენ, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 – ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

კომენტარები
იტვირთება...