ინგა გრიგოლია ირაკლი კობახიძეზე: სახეზეა სერიოზული დანაშაული და მისი გამომჟღავნებისას ბრიყვმაც უნდა აგოს პასუხი! 

იქამდე შეყავით თავი მოსმენების “კანალში”, რომ ვეღარ გააკონტროლეთ ის, რაც არ უნდა წამოგცდენოდათ. იმედია სასამართლოში შევხვდებით და ამის გარდაუვალობაზე მეტყველებს თქვენივე აღიარებითი ჩვენება, – ასე მიმართა გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ “ქართული ოცების” აღამასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს გადაცემის მონოლოგში.

“ბატონო კობახიძევ, ხომ გაფრთხილებდით სულ რაღაც ერთი კვირის წინ, რომ “კანალების” ძახილს შეეშვით, თორემ კანალიზაციაში ამოყოფთ თავს-მეთქი. არ შეეშვით და იქამდე მიხვედით, რომ საკუთარი ხელისუფლებით თუ ძალაუფლებით აღფრთოვანებულმა თქვენივე გუნდის მთავარი საიდუმლო გაეცით, რომ ჩვენ გვისმენთ, გვითვალთვალებთ, ჩვენს ტელეფონებს და სოციალურ ქსელებს ასხედხართ.

იქამდე შეყავით თავი მოსმენების – თქვენთვის საყვარელ სიტყვას გავიმეორებ “კანალში”, რომ ვეღარ გააკონტროლეთ ის, რაც არ უნდა წამოგცდენოდათ. იმედია სასამართლოში შევხვდებით და ამის გარდაუვალობაზე მეტყველებს თქვენივე აღიარებითი ჩვენება, რომ ჩვენ ხელისუფლება გვისმენს და გვითვალთვალებს.

ჩვენ ისედაც ვიცოდით ეს, მაგრამ როცა ამას მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბედავს და ღიად ამბობს ამას, ეს უკვე ოფიციალური ჩვენებაა. დავცინებდით ამ საოცრად ბრიყვ ბიჭს, მაგრამ ახლა დაცინვის დრო არ არის, სახეზე გვაქვს სერიოზული დანაშაული და ბრიყვი რომ ბრიყვია, ბრიყვმაც კი უნდა აგოს პასუხი ამ დანაშაულის გამომჟღავნებისას”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ტელეწამყვანი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და მათ რეაგირებს სთხოვს.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ასეთი განცხადება გააკეთა:

“დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები – „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და “ნაცმოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად