ინგა გრიგოლია: იქნებ მიბაძოთ გომელაურს დანარჩენმა “მეოცნებე” ლიდერერებმა

იქნებ მიბაძოთ გომელაურს დანარჩენმა “მეოცნებე” ლიდერერებმა, – ამის შესახებ “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ “ქართული ოცნების” ლიდერებს გადაცემის მონოლოგის საშუალებით მიმართა.

მისი თქმით, კობახიძის “კანალებისგან” განსვხვავებით გომელაური ძალიან კორექტული იყო.

“უნდა ვაღიარო, რომ ირაკლი კობახიძის “კანალებისგან” განსხვავებით შს მინისტრი დღეს მედიასთან ძალიან კორექტული და ტრადიციულად არააგრესიული იყო. კობახიძის განცხადებების ფონზე ეს რომ არ აღვნიშნო, არ შემიძლია. ზოგადად მეტად თვალში საცემია, რომ ვახტანგ გომელაური მეტად გამორჩეული მინისტრია მმართველ გუნდში თავისი ძალიან კორექტული დამოკიდებულებებით მედიასთან, რაც არ უნდა მწვავე იყოს თემა და ჟურნალისტის კითხვა. მიბაძოთ იქნებ გომელაურს დანარჩენმა “მეოცნებე” ლიდერერებმა”, – თქვა ინგა გრიგოლიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად