ინგა გრიგოლია: იმ ნაძირლებს პასუხს ვაგებინებთ! არავის შეეშალოს რამე! -ტვ პირველის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

ტვ პირველის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. დაკითხვაზე იმყოფეა ამ წუთებში ოპერატორიც და ჟურნალისტიც.

პოლიციაში მათთან ერთად მივიდა არხის დირექტორი, ინგა გროგოლია და დამფუძნებელი ვატო წერეთელი. ინგა გრიგოლიას თქმით, ამ ფაქტის ჩამდენებს, კანონის მთელი სიმკაცრით აგებინებენ პასუხს:

იმ ნაძირლებს, ვინც თავს დაესხა ახალგაზრდა ოპერატორს და ჟურნალისტს, კანონის მთელი სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს! არავის შეეშალოს რამე! ჟურნალისტს აგინებ, ხელით ეხები და გგონიათ არ დაისჯებით?! დაისჯებით!

ინგა გრიგოლიას თქმით, ეს ყველაფერი ხელისუფლების პოლიტიკის გამო ხდება, რომლემსაც ჟურნალისტების დასმულ კითხვებზე აგრესი აქვთ.

“პირობას ვდებ, ტვ პირველის ჟურნალისტებს ვინმე შეურაცხყოფს და მოგიწევთ პოლიციაში მოსვლა და პასუხის გება!” – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად