ინგა გრიგოლია გიორგი ვაშაძეს: მაპატიეთ, მაგრამ ჯერ არ ხართ პრემიერ-მინისტრი

“ეს ყველაფერი ტოვებს განცდას, რომ ოპოზიციაში რაღაც ხდება და ჩვენ ვცდილობთ, რომ დავეწიოთ ამ ყველაფერს. მაგალითად, რაც მოხდა გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით”, – ასე მიმართა გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა გადაცემაში მოწვეულ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. 

რაზეც გიორგი ვაშაძემ უპასუხა: “რა მოხდა ასეთი განსაკუთრებული?!” – რაზეც გრიგოლია პასუხობს:

“გუშინ გია ბარამიძე იჯდა ჩვენს სტუდიაში და არ მოგისმენიათ მისი შეფასებები?” – იკითხა გრიგოლიამ.

მას პასუხი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით კირკიტაძემ უპასუხა და თქვა:

“გია ბარამიძეს “ნაციონალური მოძრაობის” აბსოლუტური უმრავლესობა ბევრ ნაწილში არ ეთანხმება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ზოგი ემოციურია და ზოგი ნაკლებად. გია ბარამიძის ეს პოზიცია მთლიანად გია ბარამიძის პოზიცია იყო”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გადაცემის წამყვანმა ზაალ უდუმაშვილის განცხადებაც გაიხსენა, რაზეც გიორგი ვაშაძემ თქვა:

“ქარცხეცხლს ნუ ავტეხთ… ერთი საათია ვზივარ და ცოტა ხანი მეც მალაპარაკეთ”.

გრიგოლიას პასუხი კი ასეთია: “მაპატიეთ ბატონო გიორგი ჯერ არ ხართ პრემიერ-მინისტრი. გინდათ თუ არა და მოდით მე წავიყვან გადაცემას ისე, როგორც ამას მე ვთვლი საჭიროდ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად