ინგა გრიგოლია: ექიმები ჩვენი ქვეყნის უცნობი გმირები არიან, რომლებიც თეთრების გამო ჯანმრთელობით რისკავენ

გადაცემა “რეაქციის” ავტორმა და წამყვანმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა ექიმების მიმართ მადლობით გახსნა. ტელეწამყვანმა მონოლოგში მთავრობას მიმართა, რომ დაიწყოს იმაზე ფიქრი, რამდენად მიზერულია ამ ადამიანების შრომითი ანაზღაურება.

“დღეს ის დღეა, როდესაც დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, მთელ მედპერსონალს, ადამიანებს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის ყოველწამიერად აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. კორონავირუსით ავადდებიან და გარდაცვლილებიც გვყავს მათ შორის. რა მაგარია, რომ ეს ხალხი გვყავს. ისინი რეალურად ჩვენი ქვეყნის უცნობი გმირები არიან. რეალურად ისინი აკეთებენ საქმეებს, რომლებსაც შემდეგ სხვები იწერენ ხოლმე. ისინი ტელეეკრანზე არ ჩანან და ჩვენი ჯანმრთელობის გამო მართლა წირავენ საკუთარი ჯანმრთელობით.

ჩემი დაც მედპერსონალის ნაწილია და წარმოუდგენლად ვნერვიულობ ხოლმე მის გამო. აგერ ანზორ მელიას კლინიკა იხურება, იმის გამო, რომ პაციენტისგან გადაედო ვირუსი. ისე ვსაუბრობთ ამ პანდემიაზე, რომ ეს რიგითი ადამიანები ცოტა ჩრდილში გვრჩებიან. მხოლოდ წინა პლანზე წამოწეული ცნობილი ადამიანები იცით თქვენ და სინამდვილეში იცით, სასწრაფოს რამდენი ექიმი, ექთანი ან მძღოლი რისკავს? დიდი მადლობა თქვენ საქართველოს მედიცინის წარმომადგენლებო. მთავრობამ იქნებ ამიერიდან მაინც დაიწყოს იმაზე ფიქრი, რამდენად მიზერულია ამ ადამიანების შრომითი ანაზღაურება. ადამიანების, რომლებიც თეთრების გამო ათენებენ და აღამებენ კლინიკებში. ჩემი აზრით, ქვეყანაში დღეს ყველაზე მაღალი ანაზღაურება მათ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად