ინგა გრიგოლია: ჩვენ ვცხოვრობთ “ცისფერ მთებში”, სადაც კვირის დასაწყისში ბიაზი გასკდა (ვიდეო)

“ჩვენ ვცხოვრობთ “ცისფერ მთებში”, სადაც კვირის დასაწყისში ბიაზი გასკდა”, – ამის შესახებ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციის” ავტორმა და წამყვანმა გადაცემის მონოლოგში ისაუბრა.

“ჩვენი ცხოვრების “ცისფერი მთები”. ქვეყანა, რომლის პატრონიც ვინაა, რაც ბიძინამ ხელი დაუქნია “ოცნებას” უკვე აღარავინ იცის. ვინაა პასუხისმგებელი ამ ქვეყნის წინაშე. მთლად უფროსმა ხელები დამიბანიაო და წავედიო, უმცროსები დარჩნენ ასე საკუთარ თავებთან მიტოვებულები და ჩვენ ყველანი ვუყურებთ ამ ამბებს გაოცებულები. “ცისფერ მთებში” რომ არის ხომ გახსოვთ? – გაგვაგებინეთ ვინ არის ჩვენს ზევით და ჩვენს ქვევით. ზუსტად ისე ვართ, პასუხის გამცემი არავინაა…

“ცისფერი მთებია” აბა რა არის, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რომელიც პრეზიდენტი ხდებოდა ძალით რომ არ გაეყვანათ სალომე ზურაბიშვილი და ისე წავიდა პოლიტიკიდან, რომ სატელევიზიო კომენტარიც კი არ გააკეთა. და ქალი ვარსკვლავი, პრიმა, რომელიც ლამის პირველი ლედი რომ გახდა იმ ქვეყნის თეატრში მიდიოდა სამუშაოდ, რომელსაც საქართველო აქვს ოკუპირებული და რომელიც ბომბებს გვაყრიდა თავზე. “ცისფერი მთებია”, აბა რა არის, როდესაც იმ პარტიისთვის, რომლის აწ უკვე თავმჯდომარეა გრიგოლ ვაშაძე, ყველა მოღალატე იყო, ვინც გაბედა და რუსეთში წავიდა სამღერლად თუ საცეკვაოდ. დღეს კი ვიგებთ, რომ თურმე ნოვოსიბირსკის ხელმძღვანელობასთან კარგა ხნის შეთანხმებული იყო მათთვის პრინციპული პოზიცია, როგორც თავად ამბობენ, რომ ის რუსი ბალერინა უნდა ყოფილიყო…” – განაცხადა ინგა გრიგოლიამ გადაცემის მონოლოგში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად