ინგა გრიგოლია: ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო – მილიონ ბოდიშს გიხდით

“იმის მიუხედავად, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამ ინტერვიუსთან, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ “პირველის” თანამშრომელი. ბოდიში!” – ამის შესახებ “ტვ პირველის” ერთერთი ხელმძღვანელი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებული უმძიმესი სიუჟეტისა და ამავე არხის ჟურნალისტის ქმედების გამო საზოგადოებაში გამოწვეულ აღშფოთებას.

“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჭირისუფალს მიკროფონით დავადგე და კომენტარი ვთხოვო. ეს იმ რეაქციის პასუხად,რაც ტვ “პირველის” ჟურნალისტის სინქრონს მოყვა. იმის მიუხედავად, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობთ მე და ის ახალგაზრდა ჟურნალისტი, ცალსახად ვემიჯნები ასეთ ჟურნალისტიკას.

მთავარმა პროდუსერმა განმარტა, რომ შვილებგარდაცვლილ მამასთან ეს კომენტარი მაშინ ჩაწერა რეპორტიორმა, როცა არც მისი მეუღლე იყო გარდაცვლილი და არც ბავშვები ნაპოვნი.( თუმცა მე მაინც არ მომწონს და ვნერვიულობ ასეთ მუშაობაზე)…. ძალიან მძიმე საყურებელი იყო, მოვკვდი ნერვიულობით და რადგან ჩემი არხის მიკროფონი იყო, მე ვუხდი ბოდიშს მაყურებელს,!!

ბოდიშს გიხდით ყველას,ვინც ასე გაგანერვიულათ ამ კომენტარმა ( მეც მაყურებლის პოზიციიდან ვნახე)….. მხოლოდ ერთს ვიტყვი, ის ხალხი მაინც ნუ დაგვაბულინგებთ, ვინც ბარბარე რაფალიანცის სიკვდილს აშუქებდით ისტერიულად და დედამისს თუ სხვა პოლიტიკოსებს თხრიდით პირში მიკროფონებს და მკვლელად აცხადებდით ადამიანს, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო ამ ტრაგედიაში. იმის მიუხედავად, რომ მე არაფერ შუაში ვარ ამ ინტერვიუსთან, მილიონ ბოდიშს გიხდით, როგორც ტვ “პირველის” თანამშრომელი. ბოდიში!” – წერს ინგა გრიგოლია.

კომენტარები
იტვირთება...