ინგა გრიგოლია: ბოიკოტი შეცდომა იყო, ოპოზიციის განცხადებები ხალხის განწყობების მიმართ ბოლომდე ადეკვატური არაა

ბოიკოტი შეცდომა იყო, ოპოზიციის განცხადებები ხალხის განწყობების მიმართ ბოლომდე ადეკვატური არაა, – ამის შესახებ გადაცემა “რეაქციის” ავტორმა და წამყვანმა ინგა გრიგოლიამ თავის საავტორო გადაცემაში განაცხადა ზურაბ ჯაფარიძესთან და გიგა ბოკერიასთან დისკუსიის დროს.

“მე ბოიკოტი შეცდომად მიმაჩნია. ზურამაც იგივე მკითხა [ჯაფარიძემ], რატომ მიგაჩნია ბოიკოტი შეცდომადო. იმიტომ, რომ 60 ოპოზიციონერი დეპუტატი ამ კრიზისის დროს პარლამენტში აუცილებელი იყო. იმიტომ, რომ ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები არ არის ბოლომდე ადეკვატური ხალხის განწყობისა. თქვენ არ იცით, ჯანდაცვაში რა კრიზისია”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

მის მოსაზრებას სტუდიაში მყოფი სტუმრები არ დაეთანხმნენ. არც ზურაბ ჯაფარიძე (რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა) და არც გიგა ბოკერია (რომელმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა)”, – განაცხზადა ინგა გრიგოლიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...