ინგა გრიგოლია: ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ ამ ფოტოს გავრცელებით

მე, როგორც კომპანიის დირექტორი, პირადად ვუხდი ბოდიშს ყველა ადამიანს, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ ამ ფოტოს გავრცელებით, – ამის შესახებ ინგა გრიგოლია Facebook-ში წერს.

“რა უბედურებაა ეს დირექტორობა🙈🙈🙈🙈, მაგრამ რას ვიზამთ)))) მეგობრებო, დღეს ჩვენი ტელეკომპანიის ფბ გვერდზე აიტვირთა ფოტო, რომელსაც არ ჰქონდა მითითებული, რომელი ქვეყანა იყო (საუბარია ავტობუსის გაჩერებაზე ), ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს იყო საქართველო.

მნიშვნელობა არ აქვს,ვინ ატვირთა. მე , როგორც კომპანიის დირექტორი, პირადად ვუხდი ბოდიშს ყველა ადამიანს, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ ამ ფოტოს გავრცელებით. ძალიან ვწუხვარ და ვიღებ პასუხისმგებლობას. რაც კორონავირუსის ამბავს ვაშუქებთ, მაქსიმალური სიფრთხილით ვეკიდებით ყველა ინფორმაციას, მაგრამ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა. ძალიან დიდი ბოდიში!!!!!!!

P.S. -აი, ამ ფოტოზეა საუბარი” – წერს გრიგოლია და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად