ინგა გრიგოლია: ბატონო ოპოზიციავ, დატოვეთ პარლამენტი!!! ნუ გააფორმებინენთ თქვენი ხელით დიქტატურას საბოლოოდ!

ასე იცის მედიასთან ომმა, წავიდა თავდაღმართში “ქართული ოცნება”. ბატონო ოპოზიციავ, დატოვეთ პარლამენტი!!! ნუ გააფორმებინენთ თქვენი ხელით დიქტატურას საბოლოოდ! – წერს ტვ “პირველის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება “ქართული ოცნების” დღევანდელ განცხადებას შარლ მიშელის დოკუმენტზე გაფორმებული ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.

“ასე გამოიყვანა მედიამ წყობიდან „ქართული ოცნება“. ისე ჩაპანიკდნენ, ისე ამოვაგდეთ ფორმიდან და ჩამოვხსენით ნიღაბი, რომ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს და მიშელის დოკუმენტს ანულირება გაუკეთეს. ავტორიტარიზმი გააფორმეს ოფიციალურად. ყველამ იცის, რომ საკუთარი კვლევებითაც კი, 30 პროცენტსაც ვერ აგროვებდა ამ არჩევნებში სახელისუფლებო პარტია. ახლა მთელ საერთაშორისო სამყაროს დაანახეს, როგორ ასრულებენ დადებულ პირობას. ასე იცის მედიასთან ომმა, წავიდა თავდაღმართში “ქართული ოცნება”. ბატონო ოპოზიციავ, დატოვეთ პარლამენტი!!! ნუ გააფორმებინენთ თქვენი ხელით დიქტატურას საბოლოოდ!” -წერს ინგა გრიგოლია.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

კომენტარები
იტვირთება...