ინგა გრიგოლია არჩილ თალაკვაძეს: ანგელოზი ხართ, ბატონო არჩილ, და მე ეშმაკი?

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “TV პირველის” ეთერში , გადაცემა “რეაქციაში” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმების დროს იყო თუ არა საუბარი პატიმრების გათავისუფლებაზე, უპასუხა, რომ ყველაფერი, რაზეც შეთანხმება მოხდა, დოკუმენტში წერია.

დოკუმენტზე, რომელზეც ჟურნალისტს თალაკვაძემ მიუთითა, ინგა გრიგოლია რესპოდენტს ჩაეძია იმის გასარკვევად, იგულისხმებოდა თუ არა ქვეტექსტში პატიმრების გათავისუფლება:

ინგა გრიგოლია: როგორც პრეზიდენტს უყვარს გამოთქმა, ეშმაკი დეტალებშიაო, ერთხელ თქვა გამახსენდა, და… აი მაგ ეშმაკებს ვეძებ დოკუმენტის დეტალებში, ხომ ხვდებით, ამ ორ უმნიშვნელოვანეს აბზაცში.

არჩილ თალაკვაძე: თქვენ მოძებნეთ ეშმაკები, მე დაგეხმარებით ანგელოზების პოვნაში.

ინგა გრიგოლია: ანგელოზი ხართ, ბატონო არჩილ, და მე ეშმაკი? ამის თქმა გინდათ?

“მე პირადად ვთვლი და მომავალშიც ასე ჩავთვლი ყოველთვის, სანამ ვიქნები პოლიტიკაში, რომ ადამიანების დაპატიმრება და გათავისუფლება სამართლებრივ სახელმწიფოში არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ადამიანების დაპატიმრების და გათავისუფლების შესახებ, ამაზე არავითარი გავლენა პარლამენტარებს და ოპოზიციონერებს არ უნდა ჰქონდეთ. ეს არის ცალსახა.

გუშინ სამოქალაქო სექტორის თუ პოლიტიკის წარმომადგენელი რომელიც ამბობდა, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, დღეს იგივე ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა უნდა გაუშვან ეს და ეს ადამიანები, ეს არის ფარისევლობა” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად