ინგა გრიგოლია: არჩევნებზე ხმას არც მოქმედ ხელისუფლებას მივცემ და არც წინას

არჩევნებზე ხმას არც მოქმედ ხელისუფლებას მივცემ და არც წინას, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ თავის საავტორო გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“რა უნდა ქნან ადამიანებმა, ვინც არც “ნაციონალია” და არც “ოცნების” წარმომადგენელი. მე ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც არჩევნებზე არც წინა ხელისუფლებას მივცემ ხმას და არც დღევანდელ ხელისუფლებას. ორ წინა არჩევნებზე სრულიად სხვას მივეცი ხმა. მე ხომ დამპირდა ხელისუფლება, რომ შენ გაქვს შანსი აირჩიო ვიღაც სხვა, ვინც შენი ხმის გამომხატველი იქნება. როდესაც ეს ააყირავა ხელისუფლებამ, არ იყო ეს პროტესტი ბუნებრივი რაც ახლა ქუჩაში ხდება?!” – მიმართა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქციის” სტუდიაში მყოფ სტუმრებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად