ინგა გრიგოლია: არ გამოვრიცხავ, შავრაზმული დაჯგუფებების მოვარდნა ჩვენ ოფისებთანაც მოხდეს

ინგა გრიგოლია: არ გამოვრიცხავ, შავრაზმული დაჯგუფებების მოვარდნა ჩვენ ოფისებთანაც მოხდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მინდა სოლიდარობა გამოუცხადო არა მხოლოდ ჩვენ თანამშრომლებს, არამედ სხვა არხების თანამშრომლებსაც. ამ ქვეყანაში თქვენი მუშაობა არის საშიში. ვიდრე პოლიცია არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, “ტვ პირველი” უარს ამბობს, იმუშაოს ამ ადგილებში.

არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენ ოფისებთანაც მოხდეს არათუ აქციის გამართვა, არამედ ამ შავრაზმული დაჯგუფებების მოვარდნა. ჩვენ მზად ვართ ყველფრისთვის და თავისუფლების დათმობას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები
იტვირთება...