ინგა გრიგოლია: ამ ქვეყანაში ჟურნალისტების ცხოვრება საშიში გახდა, ხომ ხედავთ რა დღეში ჩაგვაგდეს, მაგრამ ხომ ხედავთ რა დღეში ჩავაგდეთ იქით

“ჩვენ ყველანაირი შეურაცხყოფა მოგვაყენეს რაც შეიძლებოდა, რომ ჟურნალისტებისთვის მოეყენებინათ. გული რომ გაგისკდება, ტირილს რომ დაიწყებ, რომ დაიხრჩობი, არის ის ბრალდება, თითქოს, ჩვენ ჩვენი გარდაცვლილი კოლეგით სპეკულაციას ვეწევით. თქვენ მართლა სპეკულანტებო. თქვენ მართლა უსინდისოებო. ამაზე მეტი შეურაცხყოფა არ შეიძლება ჟურნალისტთა ოჯახს მიაყენო.” – ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“როცა გამოდიან ჟურნალისტები, ტირიან, აპროტესტებენ, მოითხოვენ გარდაცვლილი მეგობრის, კოლეგის გამო აიღოთ პასუხისმგებლობა, ვის აბრალებენ ესენი, პოლიტიკურად სპეკულირებთ გარდაცვლილი კოლეგითო?! რაფალიანცის საქმით მოსული „ოცნება“ როგორ გვიბედავს ჩვენ. მკვლელებს რომ ეძახდნენ ოპონენტებს, გიორგი ღვინიაშვილზე განცხადებებს რომ აკეთებდნენ და ბევრი წელი გიორგი ამ პარლამენტის დეპუტატი იყო, კაციშვილს არ მოუთხოვია პასუხი, იმიტომ, რომ იტყუებოდნენ, ცილს სწამებდნენ. არსად არავინ გაქცეულა, ვისაც პატარა ბავშვის მკვლელობას აბრალებდნენ. რატომ არ მოსთხოვეთ პასუხი თქვენ მართლა სპეკულანტებო თქვენ?!

ასეთი გაბრაზებული არც იმ წინა აქციაზე ვყოფილვარ, როგორც ვარ ახლა. როგორ გვიბედავთ?! ვისაც არ გამოგიცდიათ რას ნიშნავს კოლეგის გარდაცვალება, ნაცემი, ნატკენი, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კოლეგის გარდაცვალება, ის ვერ გაიგებს რატომ ვდგა­ვართ აქ. ვისაც არ გამოგიცდიათ თქვენი თანამშრომლების, პატარა, ახალგაზრდა ბავშვების დარდი და ტკივილი, ის ვერ გაიგებს რატომ ვდგავარ აქ. ამ ბავშვებს რომ ვუყურებდი იმ დღეს, ის ნაძირლები რომ დასდევდნენ, მაშინ ვთქვი, რომ მე მეტი გზა არ აქვს. იმიტომ, რომ ჩემს ახალგაზრდა თანამშრომლებს თვალებში ვერ ჩავხედავდი აქ რომ არ ვიყო დღეს. ამ ქვეყანაში ჟურნალისტების ცხოვრება საშიში გახდა, ხომ ხედავთ რა დღეში ჩაგვაგდეს, მაგრამ ხომ ხედავთ რა დღეში ჩავაგდეთ იქით.” – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები
იტვირთება...