ინგა გრიგოლია: ამ არჩევნებზე ხმას “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მივცემ, ლექსო ლაშქარავას სახელით

ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ გადაცემაში განაცხადა:

“ჩემთვის ეს არჩევნები გადის ლექსო ლაშქარავაზე, არავითარ შემთხვევაში არ გადის ბილიკების პოლიტიკაზე, არავითარ შემთხვევაში არ გადის ტრანსპორტის პოლიტიკაზე.

ის სანამ მოკვდებოდა, საუბარი გვქონდა ტელევიზიაში. მანდ მითხრა რომ სამართალს აქ თუ ვერ ვიპოვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავალთო. მე ამ არჩევნებზე ბიულეტენს ლექსო შაქარავას სახელით ჩავაგდებ. და ვამბობ რომ აუცილებლად “ქართული ოცნების” წინააღმდეგ შემოვხაზავ. იმ ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელმაც საერთოდ ხელი არ გაანძრია მოძალადეების წინააღმდეგ, შემდეგ კი სიკვდილის მერე კიდევ მოკლა ლექსო. დღეს ყველა მოაძალადე და ორგანიზატორი გარეთ დადის..”- განაცხადა გრიგოლიამ.

კომენტარები
იტვირთება...