ინდონეზიის უსაფრთხოების მინისტრს ცივი იარაღით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ

ინდონეზიის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების საკითხებში მინისტრს ვირანტოს ბანტენის პროვინციაში სამუშაო ვიზიტის დროს უცნობი პირები ცივი იარაღით თავს დაესხნენ. ინფორმაციას გამოცემაThe Jakarta Post-ი ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად, მინისტრი დაშავდა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე თავდასხმის დროს დაშავდა ადგილობრივი პოლიციის უფროსი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ვირანტო ადგილობრივი უნივერსიტეტის გახსნას დაესწრო. უცნობმა პირებმა მინისტრზე თავდასხმა იმ დროს სცადა, როდესაც ის ავტომობილში ჯდებოდა.

დასავლური მედია აღნიშნავს, რომ თავდასხმა სავარაუდოდ, “ისლამური სახელმწიფოს” ჯგუფის წევრმა განახორციელა. თავდასხმის ფაქტზე მამაკაცი და ქალი უკვე დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად