A1 ბანერი

ინდონეზიის ნაციონალურმა ავიაკომპანიამ Boeing 737 MAX 8-ების შესყიდვის შესახებ კონტრაქტი გააუქმა

ინდონეზიის ნაციონალურმა ავიაკომპანიამ Garuda Indonesia, კომპანია Boeing-თან, სამგზავრო 49 თვითმფრინავ 737 MAX 8-ის შესყიდვის შესახებ მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გააუქმა. ეს კი მას მერე ხდება, რაც კომპანიის თვითმფრინავმა ეთიოპიაში კატასტროფა განიცადა.

“ჩვენ კომპანიაში Boeing გავგზავნეთ წერილი შეკვეთის ანულირების შესახებ. Garuda-ს მგზავრებმა ნდობა დაკარგეს და არ სურთ ამ თვითმფრინავით ფრენა”, – ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ, კონტრაქტის მიხედვით, უკვე მიიღო 4,9 მილიარდი აშშ დოლარი ერთ-ერთი თვითმფრინავისთვის Boeing 737 MAX 8. ამ თვითმფრინავს კომპანიას დაუბრუნებენ, თუ დაიტოვებენ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ამავდროულად, ინდონეზიის ავიაკომპანია Boeing-ის სხვა თვითმფრინავებზე უარის თქმას არ აპირებს, ეს ეხება მხოლოდ აღნიშნულ მოდელს, რომელმაც ეთიოპიაში ავიაკატასტროფა განიცადა.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის Boeing 737 MAX 8-მ ავიაკატასტროფა ეთიოპიაში განიცადა. დაიღუპა 157 ადამიანი. მანამდე კი ინდონეზიაში ჩამოვარდა ამავე მოდელის თვითმფრინავი, რასაც 189 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...