ინდონეზიის დედაქალაქის ცენტრში აფეთქება მოხდა

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ეროვნული მონუმენტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. დაშავებულია მინიმუმ ორი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ინციდენტი, იქაური დროით დაახლოებით 7:05 საათზე მოხდა. როგორც იქაური ტელეკომპანია ინდონეზიის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, აფეთქების შედეგად დაშავდა ორი სამხედრო პირი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მომხდარს გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, პოლიციამ, ინციდენტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად