ინდონეზიაში, ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 222-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში, ზონდის სრუტეში მომხდარი ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 222-მდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებულთა რაოდენობა ამ ეტაპისთვის 843 ადამიანს შეადგენს. ამასთან, დაკარგულად მიჩნეულ პირთა რაოდენობა 28-მდე შემცირდა. აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 168 დაღუპულის, 740 დაშავებულისა და 30 დაკარგული ადამიანის შესახებ.

ცუნამის შედეგად დაზიანებულია 556 სახლი და 10 სასტუმრო, აგრეთვე 350-მა გემმა კატასტროფა განიცადა.

ცუნამი ინდონეზიის ზონდის სრუტეში 22 დეკემბერს მოხდა. სრუტე კუნძულ იავასა და სუმატრას ყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად