ინდონეზიაში ქარიშხალს 24 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში ქარიშხლის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xihua ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, 2 კვირის წინ ამ რაიონში შტორმი მძვინვარებდა, რომელშიც 18 გემი მოხვდა,

31 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

სამძებრო- სამაშველო ოპერაციის დროს მაშველებმა გემებზე მყოფი 83 ადამიანი გადაარჩინეს.

კომენტარები
იტვირთება...