ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა

მინიმუმ 56 ადამიანი დაიღუპა ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ამის შესახებ ქვეყნის ბუნებრივი კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის სააგენტომ განაცხადა.

მანამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 42 მსხვერპლის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაშავდა 826 ადამიანი.

პარასკევს ინდონეზიაში, კერძოდ დასავლეთ სულავესში 6,2 ბალიანი მიწისძვრა, ადგილობრივი დროით დაახლოებით 2:28 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო მაგენის რაიონის ჩრდილო-დასავლეთით 6 კმ-ზე. ადგილობრივი დროით 14:35 საათზე კი, იმავე რაიონში მეორე, 5,9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად