ინდონეზიაში მიწისძვრებისა და წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 96-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში, კერძოდ დასავლეთ სულავესსა და სამხრეთ კალიმანტანში მომხდარი მიწისძვრებისა და წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რაოდეობა 96-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინდონეზიის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა.

ხუთშაბათს და პარასკევს დასავლეთ სულავესის პროვინციაში 6,2 ბალიანი და 5,9 ბალიანი მიწისძვრების შედეგად 81 ადამიანი დაიღუპა. 14 იანვარს, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ კი სამხრეთ კალიმანტანის პროვინციაში 15 მაცხოვრებელი იმსხვერპლა.

პროვინციის ხელისუფლებამ სტიქიის უბნებიდან 70 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. დასავლეთ სულავესში მიწისძვრამ 1 000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა.

6,2 ბალიანი მიწისძვრა დასავლეთ სულავესში 15 იანვარს მოხდა, ადგილობრივი დროით დაახლოებით 2:28 საათზე. მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა მაგენის ტერიტორიიდან ჩრდილო-დასავლეთით 6 კმ-ზე. ხუთშაბათს კი, ადგილობრივი დროით 14:35 საათზე, იმავე რაიონში 5,9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ხუთშაბათის შემდეგ კი, ადგილობრივმა სეისმოლოგიურმა სამსახურმა 28 ბიძგი დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად