ინდონეზიაში მეწყერის შედეგად 20 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

გავრცელებული ინფორმაციით, ინდონეზიაში, კუნძულ ჯავაზე მეწყერის შედეგად 20 ადამიანი დაიკარგა და კიდევ 14 დაშავდა.

ტრაგედია მოხდა წუხელ, სოფელ ნგეთოსში (აღმოსავლეთ ჯავის პროვინცია). დაშავებულმა მაცხოვრებლებმა ადგილზე მიიღეს სამედიცინო დახმარება. ინციდენტის შედეგად, რვა სახლი განადგურდა.

მეწყერი ხანგრძლივი წვიმის შედეგად იყო გამოწვეული.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს პოლიციისა და ჯარის, ასევე მოხალისეების მონაწილეობით.

გარდა ამისა, კუნძულის რამდენიმე სოფელი დაიტბორა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...