ინდონეზიაში კორონავირუსის ბრიტანული შტამი გამოვლინდა

ინდონეზიის ხელისუფლებამ გამოაცხადა ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამით ინფიცირების ორი შემთხვევის იდენტიფიცირების შესახებ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი შტამის გავრცელება გაართულებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყანაში.

კორონავირუსის ეს შტამი აღმოჩენილია რეგიონის სხვა ქვეყნებში, როგორიცაა ვიეტნამი და ფილიპინები, აღნიშნავს Reuters-ი.

კორონავირუსის ბრიტანული შტამი პირველად გასული წლის სექტემბერში გამოვლინდა, თუმცა მან ექსპერტების დიდი ყურადღება მიიპყრო მხოლოდ დეკემბერში, როდესაც ინგლისში იგი დომინანტური გახდა. ექსპერტების წინასწარი შეფასებით, ეს შეიძლება იყოს 70%-ით უფრო ინფექციური, ვიდრე კორონავრიუსის აქამდე ნაცნობი ვარიანტები.

მთელი დროის განმავლობაში ინდონეზიაში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 1.3 მილიონზე მეტი შემთხვევა, 363 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა. ვაქცინაცია ინდონეზიაში იანვარში დაიწყო, ჯანდაცვის დაახლოებით 1,5 მილიონი თანამშრომელი აცრეს პირველ ეტაპზე. მეორე ეტაპი თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო და 38 მილიონი ადამიანი უნდა მოიცვას. საერთო ჯამში, ჯოგური იმუნიტეტის შესაქმნელად, ინდონეზიის ხელისუფლება 181 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს, ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 270 მილიონი ადამიანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...