ინდონეზიაში, კაცი, რომელიც მრუშობაზე კანონის გამკაცრებაში მონაწილეობდა, ღალატისთვის გაწკეპლეს

ინდონეზიელი მამაკაცი მრუშობისთვის მას შემდეგ გაწკეპლეს, რაც დადგინდა, რომ ის იმ ორგანიზაციაში მუშაობდა, რომელიც ღალატის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონების გამკაცრების შემუშავებაში მონაწილეობდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, მამაკაცს საჯაროდ მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც გათხოვილ ქალთან მისი სექსუალური კავშირის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

მუხლის ბინ მუჰამედი 28-ჯერ გაწკეპლეს, ხოლო ქალი, რომელთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა, 23-ჯერ.

მუხლისი ღრმად კონსერვატიული აჩეს რეგიონიდან. ის ინდონეზიაში ერთადერთი ადგილია, სადაც მკაცრი ისლამური შარიათის კანონია ძალაში.

ჰომოსექსუალ წყვილებს შორის ინტიმური კავშირი და აზარტული თამაშები ამ მხარეში ასევე საჯაროდ დასჯადია.

“ეს ღვთის კანონია. თუ დანაშაული დადასტურდა, ყველა უნდა გაიწკეპლოს, თუნდაც ის MPU- ს წევრი იყოს” – განუცხადა BBC News Indonesia- ს აჩეს ბესარის ოლქის მერის მოადგილემ, ჰუსაინი ვაჰაბიმ.

შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა. ჰუსაინის განმარტებით, მუხლისი ასევე MPU- დან გააძევეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად