ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის კუნძულ სულავესთან მდებარე ქალაქ გორონტალოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 124 კილომეტრში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის კოორდინატები იყო სამხრეთ განედის -0,16 გრადუსი და აღმოსავლეთ გრძედის 123.93 გრადუსი.

ეპიცენტრში მიწისძვრების ინტენსივობის მიხედვით, მიწისძვრა შეფასებულია, როგორც “საკმაოდ ძლიერი”.

ჯერჯერობით მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად