ინდონეზიაში 5,6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროებთან 5,6 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპა-ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება.

მიწისძვრა შაბათს, 23:00 საათზე დაფიქსირდა.

ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვაში, ინდონეზიის ქალაქ სორონგიდან, რომელიც დასავლეთ პაპუას პროვინციაში მდებარეობს, 272 კილომეტრის მოშორებით არის.

ბოლოს ინდონეზიაში მიწისძვრა იანვრის დასაწყისში მოხდა. მისი სიმძლავრე 6,2 მაგნიტუდა იყო. იგი ქალაქ მედანიდან 278 კილომეტრის მოშორებით დააფიქსირეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად