ინდონეზია უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს წელს არ გახსნის

ინდონეზიის ხელისუფლება უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს, სულ მცირე, ამ წლის ბოლომდე არ გახსნის. შესაბამისი განცხადება მინისტრმა და კოორდინატორმა საზღვაო და საინვესტიციო საკითხებში, ლუჰუტ ბინსარ პანჯაიტანმა გააკეთა.

”მთავრობამ გადაწყვიტა, ყურადღება გამახვილდეს შიდა ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკის ამ დარგის აღდგენისთვის”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ”ხელისუფლება აპირებს უზრუნველყოს, რომ შიდა ტურიზმმა დაიკავოს მთლიანი ტურიზმის ინდუსტრიის სულ მცირე 70%”.

საკოორდინაციო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამრიგად, მთავრობა არ გეგმავს საზღვრების გახსნას უცხოელი ტურისტებისთვის წელს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ინდონეზიაში ცხოვრობს მრავალი მდიდარი მოქალაქე, რომელსაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ტურიზმის აღდგენაში.

”ჩვენ გამოვთვალეთ, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიონი ინდონეზიელი მოგზაურობს მეზობელ მალაიზიასა და სინგაპურში, სადაც ათი მილიარდი დოლარია დახარჯული. მთავრობას სურს უზრუნველყოს, რომ ეს თანხები დაიხარჯოს ქვეყნის შიგნით”, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად